მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფულადი გზავნილები 27 პროცენტით შემცირდა

5649a02aa7045
BM.GE
16.11.15 13:11
1454
ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27.4 პროცენტით (34.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 36 მილიონი დოლარი შეადგინა, რუსეთის წილი საქართველოს ფულად გზავნილებში 40 პროცენტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.

9,6 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, იტალიის წილი მთლიან მოცულობაში 10,7 პროცენტია.

წინა თვეებთან შედარებით, ფულადი გზავნილები გაიზარდა საბერძნეთიდა და მან 7,9 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა აღნიშნული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. საბერძნეთის წილი საქართველოს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, 8,8 პროცენტია.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.1 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.0 მლნ აშშ დოლარისა (29.9 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.