მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასწავლო პროცესი სახლებსა და ბოსლებში: 21-ე საუკუნის რეალობა (ვიდეო)

566aeff84d1e1
BM.GE
11.12.15 19:43
4173
1000-ზე მეტი მოსწავლე განათლებას ნაქირავებ სახლებსა და ბოსლებში იღებს - ეს ინფორმაცია "ბიზნესკონტაქტს" რამდენიმე დღის წინ "მოქალაქე ჟურნალისტმა" მიაწოდა. სასწავლო პროცესი უკვე 9 წელია მსგავსს პირობებში მიმდინარეობს. "ბიზნესკონტაქტი" საგარეჯოს რაიონში სოფელ ლამბალოში იმყოფებოდა. როგორც სკოლის მშენებლმა თურქულმა კომპანიამ განგვიცხადა, სკოლის მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად კი კომპანიაში ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული პრობლემა და რაიონში არსებული რთული პირობები დაასახელეს.
 
კომპანიის ინფორმაციით, სოფელში არასტაბილური ელექტრომომარაგებისა და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ქვეკონტრაქტორმა ქართულმა კომპანიამ მათ წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რამაც მშენებლობის დაწყების ვადები გადაწია.

ბიზნესკონტაქტის რეპორტაჟში, რომლის სრულ ვერსიას, ორშაბათს, გადაცემაში "საქმიანი დილა" შემოგთავაზებთ, რესპოდენტები არიან: საგარეჯოს საკრებულოს წევრი, სოფელი ლამბალოდან კაზანფარ მამედოვი და ლამბალოს სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი.