მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედური კრონი ნაღდი ფულის მიმოქცევიდან ქრება

567004cfcc3f9
BM.GE
15.12.15 16:14
7137
სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ევროპული სავალუტო სისტემის ვეტერანი, შვედური კრონი, თანდათან ნაღდი ფულის მიმოქცევიდან ქრება. 6 წლის წინ, შვედეთში მიმოქცევაში 106 მლრდ კრონი იყო, დღეს კი მისი მოცულობა - 80 მლრდ-ია. შვედეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, 1998 წლიდან 2013-მდე, პლასტიკური ბარათებით გადახდები 10-ჯერ გაიზარდა. კვლევის ავტორები თვლიან, რომ 2030 წლისთვის, ფიზიკური ფული შვედეთში შესაძლოა საერთოდ აღარ დარჩეს. არადა, სწორედ შვედეთი იყო ევროპაში პირველი, რომელმაც მე-17 საუკუნეში ფულის ბანკნოტები შემოიღო.

"ფული უდიდეს როლს თამაშობს ეროვნული იდენტობის ფორმირებაში. ადამიანები ამბობენ - "მე მაქვს ფული სამშობლოდან". ეს სიამაყის საგანია, განსაკუთრებით თუ ამ ფულის სხვაში გადაცვლა შეგიძლიათ - დოლარში ან რაიმე სხვა ვალუტაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკუთარი ფული - ერთგვარი ეროვნული ფასეულობაა, ეროვნული სიამაყე", - მიაჩნია სტოკჰოლმის ნუმიზმატური მუზეუმის კურატორს ტორბერნ სუნდკვისტს.