მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, ბიზნესის გაძლიერებას ელოდება

567aafa23861f
BM.GE
23.12.15 18:25
1638
"ახალი პრემიერის მოსვლა, შესაძლოა სტაბილურობისკენ იყოს მიმართული, - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას თემურ ჭყონიამ განაცხადა.
 
"არ ვთვლი, რომ პრემიერის გადადგომა და ახლის მოსვლა პოლიტიკური არასტაბილურობის ბრალია. ეს შეიძლება მეტად სტაბილურობისკენ იყოს მიმართული, ვიდრე არასტაბილურობისკენ.

კვირიკაშვილი თუ ცვლის პრემიერ-მინისტრს ჩემი შეხედულებით, კვირიკაშვილი სერიოზული პროფესიონალია ეკონომიკურ საკითხებში", - აცხადებს ჭყონია. კითხვაზე როგორ შეიცვლება ქვეყანაში ბიზნეს გარემო თუ ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახდება, ჭყონიამ განაცხადა, - "ბოლო წლებში, კერძოდ ბოლო ერთ წელიწადში რაღაც საფუძველი ჩაუყარა ღარიბაშვილმა, (ბიზნესს) მაგრამ კვირიკაშვილის შემთხვევაში გაცილებით ძლიერი იქნება", - განუცხადა ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტს".