მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ მაისურაძე: აღმასრულებელ ხელისუფლებას ვთხოვ თავის კადრებს აუცილებლად გადახედონ

569cc30cc60c8
BM.GE
18.01.16 14:18
1587
"სისტემის გენერალური გეზი სწორია, მაგრამ ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს ვთხოვ, რომ თავიანთ კადრებს აუცილებლად გადახედონ“, - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" თემურ მაისურაძემ განუცხადა. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ამბობს, რომ საქართველოში ბიუროკრატია ვერ მუშაობს, საკადრო სივრცეში კი სერიოზული პრობლემებია.
 
"ბიზნესში მუხლებზე დგომა სწორი საქმიანობა არ არის. მუხლებზე დგომით ქვეყანა ეკონომიკას ხელს შეუწყობს, თუ პირიქით, - არასწორად მიმაჩნია. რაც შეხება "გაზპრომის" საკითხს, ჯერ საერთოდ არ შევეხები. იმიტომ, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის თუ დივერსიფიცირებული ენერგოსისტემა რამდენად მნიშვნელოვანია, არ ვსაუბრობ კონკრეტულად რუსეთზე.

ტემპები, რომელიც არის, მე არ მომწონს. პირველი - არ მომწონს ის, რომ საკადრო სივრცეში სერიოზული პრობლემები გვაქვს და ბიუროკრატია ჩვენთან სწრაფად ვერ მუშაობს. საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდეს ერთ თვეში 6 თვეში და ზოგიერთ შემთხვევაში ერთი წელიწადიც განიხილება. კომპეტენციის საკითხებზე გვქონდა შენიშვნა და მაქვს. სისტემის გენერალური გეზი სწორია, მაგრამ ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს ვთხოვ, რომ თავიანთ კადრებს აუცილებლად გადახედონ. ერთს ვიტყვი - როდესაც მგზავრი უკანა სავარძელზე ზის, ვერასოდეს გაიგებ ის როგორ მართავს მანქანას. ეს რომ იცოდეს ადამიანი საჭესთან უნდა დასვა, ანუ ახლა პრემიერმინისტრს შესაძლებლობა აქვს გვაჩვენოს, როგორი მმართველია", - განაცხადა მაისურაძემ.