მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%-ით შეამცირა

56712310d5633
BM.GE
16.12.15 12:34
1285
უკრაინამ გაზის ყოველდღიური მოხმარება 25%-ით შეამცირა. ბუნებრივი აირის ხარჯვის შემცირება დღეში 11 მილიონი დოლარის ეკონომიის საშუალებას იძლევა - განაცხადა არსენ იაცენუკმა გადაცემაში "10 წუთი პრემიერთან“. საერთო ჯამში გაზის მოხმარებისგან დაზოგილი თანხა 2 მილიარდ დოლარამდე იქნება განმარტავს უკრაინის მთავრობსი ხელმძღვანელი.

"ჩვენ გვაშინებდნენ რომ ზამთარს ვერ გადავიტანდით, გავიყინებოდით იმიტომ რომ რუსეთი გაზს გაგვითიშავდა და ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებელი არ გვყავს. უკვე აღარ არის საუბარი ბუნებრივი აირის ფასზე, რომელიც 500 დოლარი იყო 1000 კუბურ მეტრზე. ახლა ჩვენ უკვე გავთავვისუფლდით რუსული დიქტატისგან", - აღნიშნა იაცენუკმა. მისივე განცხადების თანახმად, უკრაინა ბუნებრივ აირს ახლა ევროპული კომპანიებისგან ყიდულობს და 1000 კუბურ მეტრზე ნახევარ ფასს 250 დოლარს იხდის.