მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკი: სანქციები ქართველ კლიენტებზე არ მოქმედებს

5682b007dd98d
BM.GE
29.12.15 20:04
1842
"ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მათი დედა კომპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებას საქართველოში ბანკის წარმომადგენლობაზე, ისევე როგორც მის კლიენტებზე გავლენა არ ექნება. როგორც არჩილ კონცელიძემ განაცხადა, ბანკის ლიკვიდურობისა და კაპიტალიზაციის მაჩვენებლები პოზიტიურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია რამდენიმე დღის წინ გააფართოვა და მასში მოხსენიებული იყო რუსული ვითიბის შვილობილი ბანკები რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
 
„არცერთ პროდუქტზე და არცერთ კლიენტზე, რომელიც დღეს საქართველოშია ეს სანქციები არ მოქმედებს, ამიტომ ახალი აქ არაფერია. არანაირი ზემოქმედება საქართველოზე არ არის. ლიკვიდურობაშიც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, პირიქით ეხლა გვაქვს სუბორდინირებული დამატებითი 12 მილიონი გამოყოფილი, რომელიც უბრალოდ არ გვჭირდება და არ ვითვისებთ“, - აცხადებს არჩილ კონცელნიძე.

შეგახსენებთ, რომ VTB Bank-ი იმ კომპანიების სიაში მოხვდა, რომელსაც ამერიკამ ყირიმში რუსეთის ქმედებების გამო სანქციები დაუწესა.