მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

5e455748b8b61
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.20 18:05
32841
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში სულ 46 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი აქტივების ჯამური ღირებულება კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

მიკროსაფინანსო ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა თავიანთი ფინანსური ანგარიშები უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტების მიხედვით, როგორც აქტივების, ასევე წმინდა მოგების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე “რიკო ექსპრესია”, რომლის აქტივებიც 390 მილიონ ლარს, წმინდა მოგება კი 38.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების უმეტესობის მოგებაზე მაღალია.

ყველაზე დიდი ზარალი კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “4ფაინანსს” (კომერციული სახელი ვივუსი) აქვს. “ვივუსის” ზარალმა გასულ წელს 6.1 მილიონი ლარი შეადგინა. “4ფაინანსისთვის” ზარალის ძირითადი მიზეზი საკრედიტო ბაზარზე შეცვლილი თამაშის პირობებია, რომლის შედეგადაც ბაზრზე “ონალინ-სესხის” მსგავსი სერვისები მნიშვნელოვნად შემცირდა.




მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით:

1 რიკო ექსპრესი - 38,873,436 ლარი;
2 კრისტალი - 5,924,774 ლარი;
3 სვის კაპიტალი - 3,601,011 ლარი;
4 მიკრო ბიზნეს კაპიტალი - 2,870,355 ლარი;
5 მისო ინტელექსპრესი - 2,717,722 ლარი;
6 კრედიტსერვისი+ - 2,275,579 ლარი;
7 ბერმელი - 2,017,888 ლარი;
8 სმარტ ფინანსი - 2,015,977 ლარი;
9 ბანი კრედიტი - 1,523,682 ლარი;
10 ინვესტ ჯორჯია - 904,092 ლარი;
11 MJC - 810,563 ლარი;
12 მონეტა ექსპრეს ჯორჯია - 712,408 ლარი;
13 ჯი აი სი - 613,428 ლარი;
14 ფემილი კრედიტი - 568,355 ლარი;
15 PIAZZA CAPITAL - 497,150 ლარი;
16 ლაზიკა კაპიტალი - 420,736 ლარი;
17 კრედიტორი - 311,780 ლარი;
18 კრედექსი - 253,807 ლარი;
19 ნოვა კრედიტი - 165,320 ლარი;
20 ფინ კრედიტი - 94,679 ლარი;
21 ალფა ექსპრესი - 23,334 ლარი;
22 ექსპრეს კაპიტალ+ - 17,892 ლარი;
23 მაიკროფინი - 14,421 ლარი;
24 უნივერს კრედიტი - 11,372 ლარი;
25 ფინაგრო - (15,055) ლარი;
26 ჯორჯიან კაპიტალი - (22,265) ლარი;
27 გირო კრედიტი - (26,880) ლარი;
28 კონტინენტალ სიტი კრედიტი - (199,599) ლარი;
29 ლენდაფ - (284,274) ლარი;
30 ქართული კრედიტი - (310,919) ლარი;
31 ცენტრალი - (573,771) ლარი;
32 B კრედიტი - (733,570) ლარი;
33 ლიდერ კრედიტი - (896,325) ლარი;
34 ქრიმ ფინანს ჯეორჯია - (3,593,765) ლარი;
35 ევრო კრედიტი - (4,887,785) ლარი;
36 4ფინანსი - (6,142,693) ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი აქტივების ზომის მიხედვით:

1 რიკო ექსპრესი - 389,927,750 ლარი;
2 კრისტალი - 350,284,341 ლარი;
3 სვის კაპიტალი - 95,659,631 ლარი;
4 მიკრო ბიზნეს კაპიტალი - 66,004,339 ლარი;
5 ლაზიკა კაპიტალი - 58,436,683 ლარი;
6 სმარტ ფინანსი - 44,380,575 ლარი;
7 ლიდერ კრედიტი - 43,930,305 ლარი;
8 ქართული კრედიტი - 40,953,094 ლარი;
9 ევრო კრედიტი - 35,084,361 ლარი;
10 მისო ინტელექსპრესი - 25,454,845 ლარი;
11 კრედიტსერვისი+ - 24,437,357 ლარი;
12 ბერმელი - 19,474,988 ლარი;
13 გირო კრედიტი - 18,172,793 ლარი;
14 4ფინანსი - 14,935,277 ლარი;
15 ლენდაფ - 10,117,232 ლარი;
16 მონეტა ექსპრეს ჯორჯია - 8,445,937 ლარი;
17 ქრიმ ფინანს ჯეორჯია - 7,271,018 ლარი;
18 ცენტრალი - 6,979,298 ლარი;
19 ნოვა კრედიტი - 6,695,574 ლარი;
20 კრედიტორი - 6,532,395 ლარი;
21 MJC - 6,387,583 ლარი;
22 PIAZZA CAPITAL - 6,212,702 ლარი;
23 კრედექსი - 5,118,939 ლარი;
24 ჯორჯიან კაპიტალი - 4,776,434 ლარი;
25 B კრედიტი - 4,584,690 ლარი;
26 ჯი აი სი - 4,314,582 ლარი;
27 კონტინენტალ სიტი კრედიტი - 3,842,083 ლარი;
28 მაიკროფინი - 3,229,878 ლარი;
29 ფემილი კრედიტი - 2,837,672 ლარი;
30 ბანი კრედიტი - 2,820,709 ლარი;
31 ფინ კრედიტი - 2,760,942 ლარი;
32 ფინაგრო - 2,498,228 ლარი;
33 ექსპრეს კაპიტალ+ - 2,468,536 ლარი;
34 ალფა ექსპრესი - 1,965,136 ლარი;
35 ინვესტ ჯორჯია - 1,957,375 ლარი;
36 უნივერს კრედიტი - 1,015,276 ლარი.

რეიტინგში შედიან მხოლოდ ის მისოები, რომელთაც საკუთარი ფინანსური შედეგები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები