Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

BM.GE
03.07.23 09:53
52
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების, პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. პროექტის პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში პირველად, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების საერთაშორისო კონფერენცია „Impact in the Neighborhood“ გაიმართა. ღონისძიებას ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გავლენის ფონდ "აქციო“-სა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) ერთად, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უმასპინძლა. ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფართოდ გავრცელებული, საერთაშორისო მიდგომების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში დასწრებოდნენ თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს. 

სტუმრები: ქრისტინე კანდელაკი - გავლენის ფონდი "აქციოს", მენეჯერი;
სალომე კუსიანი - სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი