Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ "წყალზე მცურავ" მზის ელექტროსადგურს ააშენებენ

56ab781aeee5f
BM.GE
29.01.16 18:30
1663
იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მცურავი, მზის ენერგიის სადგურის მშენებლობა იწყება. მზის ენერგიის სადგური წყალსაცავზე აშენდება და ის დაახლოებით 5000 ოჯახის მომარაგებას შეძლებს. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. მზის ელექტროსადგურების აქტიურად შენება იაპონიამ ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.
 
მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური მოროკოში შენდება, თუმცა ის წყალზე არ მდებარეობს. აღნიშნული მზის ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავება, მოძრავი სარკეების საშუალებით ღამითაც შეეძლება. მზის ელექტროსადგური სამი ფაზისგან შედგება, 2017 წელს კი როდესაც სამივე მათგანი ამუშავდება, სადგური დღის განმავლობაში საჭირო 8 საათის ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.