03.Dec.2015 16:25
Economy

მირიან გოგიაშვილი: ანალიტიკოსთა ჯგუფი საოცრებებს საუბრობს ჩვენს კორპორაციაზე

 მირიან გოგიაშვილი: ანალიტიკოსთა ჯგუფი საოცრებებს საუბრობს ჩვენს კორპორაციაზე
საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ახალი განვითარების ფინანსური ორგანიზაცია უნდა შეიქმნას. გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" საპარტნიორო ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მირიან გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ ფინანსური კორპორაცია სხვა საფინანსო სექტორისგან განსხვავებით, იმ სექტორებს დააფინანსებს, სადაც ჩავარდნა აღინიშნება.

"დააფინანსებს საპარტნიორო ფონდი და მომავალში კორპორაცია, იმ სტრუქტურებს დააფინანსებს, სადაც მაკროეკონომიკური განმარტებით რომ გითხრათ, საფინანსო ჩავარდნა არის. თავისი არსით საფინანსო ჩავარდნა თუ არსებობს იმას ბანკი არ აფინანსებს და ვერც არსებული სხვა არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები, ანუ ჩვენს შორის კვეთა ბუნებაში არ არსებობს. ფინანსურმა კორპორაციამ უნდა შექმას ახალი ბაზა იმისთვის, რომ ბანკებმა და სხვა სტრუქტურებმა თავიანთი საკრედიტო აქტივობა  განახორციელონ. ჩვენ უნდა დავინახოთ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სხვაობა. მსოფლიოში ყველა აბობს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავისი ფუნქცია ბიზნესის საფინანსო ციკლებთან და საფინანსო ჩავარდნასთან დაკავშრებით. ჩვენ აღვნიშნავთ და ამას ვასაბუთებთ და ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებულ საფინანსო აქტივობას არ შეუძლია ის სეგმენტები მოიცვას, სტარტაპების თემის, რეგიონებისა და სექტორების კლასტერული განვითარების მექანიზმები შექმნა და ა.შ. სწორედ ამიტომ პირველადი რისკი, პრობლემა თავის თავზე უნდა აიღოს არადეპოზიტურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნება,’’ - აღნიშნა მირიან გოგიაშვილმა.
 
 გოგიაშვილის თქმით, განვითარების ფინანსური კორპორაცია ბანკებს კნკურენციას ვერ გაუწევს, რადგან საბანკო რისკების სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავებულია და მან ფინანსური ინსტიტუტების განვითარება მოახდინოს.
 
"არის ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც საოცრებებს საუბრობენ ჩვენს კორპორაციაზე, უბრალოდ ამ თემას არ იცნობენ და საკმაოდ უპასიხისმგებლო განცხადებებით გამოდიან. შეუძლებელია, რომ განვითარების ფინანსურმა ინსტიტუტმა თავისი არსით კონკურენცია გაუწიოს ბანკებს. იმიტომ, რომ საბანკო რისკების სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავებულია და შესაბამისად, მათ სხვა რისკებისა  და პრიორიტეტების სტრუქტურა გააჩნიათ, ხოლო თვითონ არსი განვითარების ფინანსური ინსტიტუტის სულ სხვა რამეში მდგომარეობს, სადაც პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ინსტიტუტების განვითარება მოხდეს და არა მხოლოდ საბანკო, არამედ არასაბანკო და სადეპოზიტო ინსტიტუტების. თავიანთი რისკების სტრუქტურიდან გამომდინარე სხვა ბიზნეს პროექტების დაფინანსებას დაიწყებენ, მაგრამ ჩვენთვის, საპარტნიორო ფონდისთვის და მომავალში განვითარების ფინანსური კორპორაციისთვის აბსოლუტურად განსხვავებული რელობა არსებობს," - ამბობს მირიან გოგიაშვილი.
 



20.Apr.2019 14:28
101

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
68

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
115

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
76

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
142

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More