Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახალი ლუდი EFES Special-ი საქართველოს ტყეზე ზრუნვის პლატფორმის პირველი პარტნიორი გახდა

BM.GE
04.07.23 10:33
71
ეფეს საქართველომ საზოგადოებას ახალი ლუდი - Efes Special - წარუდგინა. Efes Special სწორედ ის პროდუქტია, რომლითაც ეფესი საქართველოს ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობრის“ პირველი პარტნიორი გახდა. კომპანია „ტყის მეგობრის“ პროექტის ფარგლებში იზრუნებს თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12,1 ჰექტარი ტყის განახლებაზე, რის შედეგადაც აღდგება ეკოსისტემა და გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე გაიხარებს 36 000 ხე და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივებისთვის.