Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რომელი უფლებების დარღვევისთვის მიმართავენ კონკურენციის სააგენტოს?

BM.GE
19.04.23 13:28
99
აქვს კონკურენციის სააგენტოს ახალი მანდატის აღსრულებიდან 5 თვის თავზე. როგორც ცნობილია, 2022 წლის 1 ნოემბრიდან, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებას სწორედ კონკურენციის სააგენტო უზრუნველყოფს. კანონის თანახმად, თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებულია მომხმარებელს სრული ინსტრუქცია მიაწოდოს ქართულ ენაზე, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი. ასევე, კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. რა შედეგები აქვს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვის თავზე სააგენტოს, ძირითადად რა ტიპის უფლებების დარღვევისთვის მიმართავენ და რამდენი მიმდინარე საქმე აქვს უწყებას? 

სტუმარი: მარიამ შაიშმელაშვილი - "კონკურენციის სააგენტოს" მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;