Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1 კილოგრამი ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში 8 ევროდ იყიდება

56a8d92e09f35
BM.GE
27.01.16 18:44
2729
გასულ წელს კომპანია Geofood-მა საქართველოდან ჰოლანდიაში 100 კილოგრამი ხურმის ჩირის საცდელი პარტია გაიტანა და იმ სუპერმარკეტებში ჩააბარა, რომლებიც ბიო-პროდუქტებით ვაჭრობენ. ერთი კილოგრამის ჩაბარების ღირებულება 8 ევროდ განისაზღვრა. ჩირის მეორე პარტიის გატანა მწარმოებელმა ვერ მოახერხა.
 
Geofood-ის დამფუძნებელი, გიორგი კოჭლამაზაშვილი "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხურმის ჩირის ექსპორტს არ შეწყვეტს, მაგრამ მომავალში თავს დაიზღვევს და საოჯახო მეურნეობებიდან ჩირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ის უმაღლესი ხარისხის და ევროპის ბაზრისთვის შესაბამისი სტანდარტის იქნება.

"ხურმის ჩირი ძალიან მოთხოვნადია. არა მხოლოდ ხურმის, ყველანაირი ჩირი, თხილიც ძალიან მოსწონთ. არ ვიცი საქართველოში თუ აწარმოებენ, მაგრამ მაგალითად, ჰოლანდიაში თუთის ჩირი ძალიან მოთხოვნადია. ყურადღება ექცევა ხარისხს და შეფუთვას. გამოშრობის მთლიანი პროცესი ჰიგიენურად ყველანაირად დაცული უნდა იყოს", - აღნიშნავს გიორგი კოჭლამაზაშვილი.