Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკრობანკების ლიცენზირება დაიწყო - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მსურველები?

BM.GE
03.07.23 11:10
62
1-ლი ივლისიდან მიკრობანკების ლიცენზიების აღების წესი ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც მიკრობანკის ლიცენზიის აღება მსურველებს ეროვნულ ბანკში შეუძლიათ, თუმცა მისი გაცემა განუსაზღვრელი ვადით არ ხდება. ასევე აკრძალულია ლიცენზიის სხვისთვის გადაცემა. 

მიკრობანკების ლიცენზირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების ლიცენზირების საკითხებს, ასევე უცხოური სანდო ბანკის შვილობილ კომპანიაზე, უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალსა და შვილობილ მიკრობანკზე ლიცენზიის გაცემის წესს.

მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ისეთი სახის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისა და რეალური ეკონომიკის დარგების დაკრედიტებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.

ამ დროისთვის მიკრო ბანკად ჩამოყალიბების სურვილი 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს, ეს არის „კრისტალი“, „ემბისისი“ და „ლაზიკა კაპიტალი“. რა წერია საბოლოო რედაქციაში?

სტუმარი: გია პეტრიაშვილი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ დამფუძნებელი;