Home
Category
TV Live Menu
Loading data...

10 ქმედება, რომელიც თქვენს გონებასა და ტვინს შეცვლის

56af79305cdd0
BM.GE
01.02.16 22:00
2111
ნეიოვიზუალიზაციის უახლესი მეთოდების გამოყენებით, მეცნიერებმა ისეთი ქმედებები განსაზღვრეს, რომლებსაც ტვინის მოდიფიცირება, როგორც მისი მოცულობის გაზრდით ან შემცირებით, ასევე მისი სტრუქტურისა და ბიოქიმიის შეცვლით შეუძლიათ.
 
არასაკმარისი ძილი

თუ ცუდად ან არასაკმარისად გძინავთ, თქვენი ტვინის ზომა მცირდება: გასულ წელს სწორედ ასეთ შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩარლზ სექსტონი და მისი კოლეგები მას შემდეგ, რაც მაგნიტურ-რეზონანსული შესწავლის შედეგად ძილის ხარისხსა და ტვინის მოცულობას შორის კავშირი დაადგინეს. კვლევის შედეგებმა, რომლებიც „ნევროლოგია“-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ძილის პრობლემები ტვინის მოცულობის სწრაფ შემცირებასთან არის დაკავშირებული. ეს ცვლილება ტვინის ისეთ მნიშვნელოვან ადგილებზე ახდენს გავლენას, როგორიცაა საფეთქლის, თხემისა და შუბლის წილები, ეს ის ადგილებია სადაც მეტყველების, შეხების, ბალანსის, მათემატიკური გამოთვლისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ყალიბდება.

კითხვა

„შენ ის არ ხარ, რასაც წერ, არამედ ის, რასაც კითხულობ,“ - ხორხე ლუის ბორხესი.

ნეირომეცნიერებამ აჩვენა, რომ ადამიანის თავის ტვინის შემთხვევაში არგენტინელი მწერალი და პოეტი მართალი იყო. კითხვისას ტვინის გარკვეული სტრუქტურები მართლაც გარდაიქმნება. ჟურნალ Brain Connectivity-ში წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, მარცხენა საფეთქლის წილის ნეირონების (დაკავშირებული მეტყველებასთან) კავშირი ცენტრალურ ღარში არსებულ ნეირონებთან (დაკავშირებული ფიზიკურ შეგრძნებებთან) იზრდება, მაშინ როდესაც ისეთ ბალეტრისტიკულ რომანს კითხულობთ, როგორიცაა რობერტ ჰარისის „პომპეი“. Psychological Science-ში გამოქვეყნებული შრომის თანახმად, ფრანც კაფკასა და სხვა სიურრეალისტი ავტორების ნაწარმოებების კითხვის შედეგად ტვინში სრულიად ახალი ქსოვილები იქმნება, რაც კიდევ უფრო ჭკვიანებს გხვდის.

ვიდეო თამაშები

მათ, ვინც საბაბს ეძებს, რომ თავისუფალი დრო საყვარელი ვიდეო თამაშით გაიყვანოს, გაუმართლათ: ეს ტვინისთვის სასარგებლოა. იან სპენსისა და ტორონტოს უნივერსიტეტში მისი კოლეგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ “Call of Duty"-ის ან "Medal of Honor"-ის 10 საათიანი თამაში საკმარისია ტვინის ელექტრული მუშაობის ცვლილებისთვის. მსგავსი ტიპის აქტივობა ზრდის როგორც ვიზუალური ყურადღების, ასევე არარელევანტური ინფორმაციის უგულვებელყოფის უნარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდეო თამაშები ავითარებს ჩვენს სივრცით სელექციურ ყურადღებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვჭირდება.

მედიტაცია

მედიტაციის შემდეგ, თქვენი ტვინი იცვლება. ამის ყველაზე ძლიერი დემონსტრირება 2011 წელს მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტალის მკვლევარმა, სარა ლაზარმა, წარმოადგინა. მაგნიტური რეზონანსის სკანირების 16 პაციენტზე გამოყენებით, ლაზრმა აჩვენა, რომ 8 კვირის განმავლობაში დღეში ნახევარ საათიანი მედიტაცია საკმარისია იმისათვის, რომ ჰიპოკამპუსში (ზღვის ცხენთევზის ფორმის მქონე უბანი, რომელიც სწავლასთან და სტრესთანაა დაკავშირებული) ტვინის ნაცრისფერი ნივთიერების სიხშირე გაიზარდოს. აღნიშნული ნივთიერება იზრდება ტვინის ისეთ ნაწილებშიც, რომლებიც თვითცნობიერებას, თანაგრძნობასა და ინტროსპექციას (თვითდაკვირვება) უკავშირდებიან. ამის საპირისპიროდ, ნაცრისფერი ნივთიერება მცირდება რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს შფოთვისა და სტრესის დროს.

სპორტი

ყველასთვის ნათელია, რომ ფიზიკურ აქტივობებს კუნთები ფორმაში მოჰყავს. თუმცა შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ის საინტერესო ეფექტი, რომელსაც სპორტი თავის ტვინზე ახდენს. Archives of General Psychiatry-ის კვლევის თანახმად, ამ ეფექტის მისაღწევად საჭიროა ველო-ტრენაჟორზე ზედიზედ სამი თვე და კვირაში სამჯერ 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჰიპოკამპუსის მოცულობა 12%-16%-ით გაიზარდოს, რაც მეხსიერებას გააუმჯობესებს. კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ ჩვენ ლექსიკურ ტესტს ხანმოკლე სირბილიდან 3 წუთის შემდეგ გავაკეთებთ, სიტყვებს 20%-ით უფრო სწრაფად ვისწავლით, ვიდრე იმ დროს, როდესაც დავისვენებთ ან ნაკლები ინტენსივობის აერობიკით დავკავდებით. სხვა მიზეზით, ეს იმიტომ ხდება, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ იზრდება თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF), მოლეკულა, რომელიც ნეირონების განვითარებისა და გადარჩენის პროცესში მონაწილეობს.

ქრონიკული ტკივილი

იმის გარდა, რომ ქრონიკული ტკივილი პაციენტის განგრძობად ფიზიკურ ტანჯვას იწვევს, საბოლოოდ ეს თავის ტვინსაც აუარესებს. ყველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფრონტალურ კორტექსში ხდება, რომელიც ემოციების მართვასთანაა დაკავშირებული. "თუ თქვენ კვირაში შვიდი დღე საათობრივ ტკივილს გრძნობთ, მაშინ თქვენს თავის ტვინში არსებობს უბნები, რომლებიც მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ინახება", - ამბობს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიოლოგი და The Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი - დანტე ჩიალვო. მაშინ, როდესაც ნეირონები მუშაობის აქტიურ რეჟიმში იმყოფებიან, ამ მიზეზით იშლებიან ან კვდებიან, რადგან დანარჩენები ნეირონების ნაკლებობის ატანა არ შეუძლიათ. შედეგად ტვინი იცველება და ზიანდება, რაც ძილის დარღვევასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სერიოზულ გართულებებს იწვევს.

სიახლის შესწავლა

თუ ჩვენ მკაცრად შევასრულებთ ესპანურ გამონათქვამს - "არასდროს დაიძინო ახალი რამის შესწავლის გარეშე" - ამას თავის ტვინიც შეამჩნევს. აღნიშნულ ბიოქიმიურ დონეზე, ამის უშუალო შედეგი ის არის, რომ ნეირონების შეერთების ადგილებში, ტვინის პროტეინი (Delta-catenin) ავალდებულებს ცხიმოვან მჟავას, რომ ახალი მონაცემები დავიმახსოვროთ. თუმცა ტვინის სტრუქტურის კონფიგურაცია ასევე შეცვლილია. ფაქტობრივად, ახალი ენის შესწავლა ტვინის გარკვეულ უბნებში ნაცრისფერი ნივთიერების გაზრდას იწვევს. ლონდონის ტაქსის მძღოლებზე ჩატარებულმა ნეირომეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ უზარმაზარი ბრიტანული ქალაქების მარშრუტების სწავლა ჰიპოკამუსის (სადაც ჩვენ გარშემო მსოფილოს სივრცითი წარმოდგენა ინახება) ზრდას იწვევს. ჰიპოკამუსის ამგვარი ზრდა ჩვეულებრივი მოკვდავების შემთხვევაში არ ვლინდება.

თამბაქო

ჯანმრთელობაზე თამბაქოს ეფექტის შეფასებისას ჩვენ შესაძლოა მხედველობიდან გამოგვრჩეს ის, თუ რას ნიშნავს ფილტვებისთვის ნიკოტინზე დამოკიდებულება, რომელიც ტვინის ქიმიის რღვევასაც იწვევს. ამ დასკვანმდე ბონის უნივერისტეტის გერმანელი მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პროტონული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიით (ტექნიკა, რომელიც ტვინის მეტაბოლიტებს ანალიზს უკეთებს) 43 მწეველის თავის ტვინი შეისწავლეს, რომლებსაც წინა სარტყლისებურ კორტექსში (ტვინის ნაწილი, რომელიც სიამოვნებისა და ტკივილის პროცესებს მართავს) ამინომჟავა N-acetylaspartate (NAA)-ის მცირე რაოდენობა აღმოაჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ NAA-ის დაბალი დონე ისეთ ფსიქიატრიულ დარღვევებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა შიჟოფრენია და დემენცია (მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვა), ასევე ნარკოტიკების გამოყენების ტენდენცია. მწეველებში ასევე შემცირებულა ქოლინი, მოლეკულა, რომელიც გულისა და ტვინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. კარგი ამბავი ის არის, რომ სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ რამდენიმე თვეში ეს ქიმიური დარღვევები თავისით რეგრესირებს.

ჟონგლიორობა

ოქსფორდის უნივერისტეტის კვლევის მიხედვით, სამი ბურთის ჰაერში ტრიალის უნარის გამომუშავება არა მხოლოდ გართობისთვისაა კარგი, არამედ ნებისმიერ ასაკში ტვინის თეთრ ნივთიერებაში ცვლილებებს უზრუნველყოფს. თეთრი ნივთიერება ნერვული ბოჭჯოების ერთგვარი ბირთვია, რომელიც ელექტრო სინგანლებს ნეირონებს შორის აგზავნის და ნერვის კედლებს ერთმანეთთან აკავშირებს მაშინ, როდესაც ნაცრისფერ ნივთიერებაში ინფორმაცია მუშავდება. 24 მოხალისესთან მუშაობის შედეგად, ჰეიდი ბერგმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბურთებით ექვსი კვირის განმავლობაში დღეში 30 წუთიანი ვარჯიშის შემდეგ, ტვინის ელექტროგამტარობამ საგრძნობი ცვლილებები განიცადა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგია.

ცხიმის დაგროვება

დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მეტაბოლიზმს, არამედ ზრდის გულის პრობლემების, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის რისკს. სიმსუქნე შესაძლოა საზიანო იყოს ტვინის ჯანმრთელობისთვისაც. ჟურნალ Annals of Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) დროს ჩვენ შესაძლოა დემენციისა და ალცჰაიმერის სინდრომის მსხვერპლი გავხდეთ.

IHUB Tbilisi
წყარო: bbvaopenmind.com