Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - ყველაზე პატიოსანი სპორტსმენი - გიორგი ისაკაძის ეპილოგი /18.06.23

BM.GE
19.06.23 01:12
113
#Forbesკვირა - ყველაზე პატიოსანი სპორტსმენი - გიორგი ისაკაძის ეპილოგი /18.06.23

2012 წლის დეკემბერში, ესპანეთის ნავარაში ტარდებოდა მნიშვნელოვანი ტურნირი მსუბუქ ათლეტიკაში, სადაც მსოფლიოს გამორჩეული სპრინტერები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის, კენიის წარმომადგენელი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი 3000 მეტრზე სპრინტში, აბელ მუტაი, ესპანეთის ჩემპიონი ივან ფერნანდესი,და სხვები იყვნენ. ეს გარბენი, რომელიც გრძელ დისტანციაზე იმართებოდა, კენიელი აბელ მუტაის უპირობო ლიდერობით მიმდინარებდა, ისე რომ არავინ მიკარებია სიახლოვესაც კი. ფინიშის ხაზის სწორს, კენიელმა ჩათვალა, რომ უკვე დაასრულა გარბენი, აერია რა ფინიშის ხაზის გადაკვეთა სხვადასხვა მიზეზებით, და გაჩერდა, ტაშსაც უკრავდა და მადლობას უხდიდა გულშემატკივრებს, რომლებიც კენიელი აბელ მუტაის უცხო ენაზე მიანიშნებდნენ ჯერ არდასრულებულ გარბენზე. ამასობაში, გაჩერებულ კენიელს, უკვე ესპანელი სპრინტერი, ივან ფერნანდესი წამოეწია, რომელსაც უმარტივესად შეეძლო, კენიელისთვის გვერდის ავლა და ჩემპიონობა. იგი მიხვდა, რაც მოხდა კენიელის თავს, უყვირის - გააგრძელე სირბილიო, მაგრამ არც მისი ენის ესმის კენიელის, და ამიტომ ფერნანდესი, ხელს ჰკრავს აბელს და ასე უბიძგებს რომ პირველმა გადაკვეთოს ფინიშის ხაზი. როცა ჰკითხეს მას, თუ რატომ მიეცით ეს შანსი კენიელსო, პასუხობს: არანაირი შანსი არ მიმიცია, მას უკვე მოპოვებული ჰქონდა გამარჯვებაო. მიუხედავად მისის პასუხისა, კვლაც დაუსვეს იგივე კითხვა და მან ბოლოს ას უპასუხა: და რა ხეირი იქნებოდა ასეთი გამარჯვებით? ან ეს ნამდვილი და დამსახურებული გამარჯვება იქნებოდა? რას იფიქრებდნენ ამ გამარჯვებაზე ჩემი ახლობლები და თუნდაც, დედა?