Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სუბორბიტალური ხომალდების პერსპექტივა - 10-ჯერ სწრაფად ფრენა

BM.GE
19.05.23 13:28
65
ბრიტანეთის საავიაციო სააგენტოს კვლევის თანახმად, სუბორბიტალური ტურიზმი ახლა განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა მომავალში აღნიშნული ტექნოლოგია გასცდება ტურისტული ატრაქციონის ფარგლებს და პრაქტიკულ დანიშნულებასაც შეიძენს, კერძოდ, ის მსოფლიოს ყველაზე მეტად დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან უსწრაფესი გზით დააკავშირებს. ამ ტექნოლოგიის წყალობით ლონდონიდან სიდნეიმდე ფრენას 2 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება, შეგახსენებთ ახლა კი ამ დისტანციის დასაფარად კომერციული თვითმფრინავით დაახლოებით 22 საათია საჭირო.