Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციოდ 2016 წლის ბიუჯეტიდან 4 565 786 ლარი გამოიყო

56deb2b7d5b7c
დავით ჯალაღონია
08.03.16 15:07
1169
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციოდ 2016 წლის ბიუჯეტიდან 4 565 786 ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, მთავრობამ აღნიშნული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო.
 
4 565 786 ლარი ასე განაწილდება - 483 375 ლარი წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის დაიხარჯება, 4 082 411 ლარი კი - თბილისი-კოჯორი-მანგლისის დამაკავშირებელი გზის 6,34 კმ-მდე მონაკვეთის შეკეთების II ეტაპის სამუშაოებისთვის.