16.Dec.2015 17:12
Economy

2015 წლის 6 თვეში პრემია-დანამატების სახით სამინისტროებში 5 477 391 ლარი გაიცა

2015 წლის 6 თვეში პრემია-დანამატების სახით სამინისტროებში  5 477 391 ლარი გაიცა
„2015 წლის 6 თვეში პრემია-დანამატების სახით სამინისტროებში 5 477 391 ლარი გაიცა“, - შესაბამის კვლევას IDFI აქვეყნებს. კერძოდ, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 4 532 162 ლარი.
 
უწყების ცნობით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ერთადერთ უწყებას, სადაც 2015 წლის 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო დანამატების ოდენობას. „აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ხსენებული სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისათვის, გარდა მინისტრისა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაწესებული არ არის”, - განმარტავენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში". 

„2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო- 3540 ლარი და პრემიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი - 2710 ლარი).

მიღებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (3540 ლარი) პრემია მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იგივე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს, ხოლო დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს“, - განმარტავენ IDFI-ში.



21.May.2019 16:18
60

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
100

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
101

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
92

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More
16.May.2019 23:10
138

Ryanair Might Start Operating in Georgia in 2020

More
16.May.2019 10:14
130

The most modern Tunnel Boring Machines to be used in Nenskra Hydropower Plant Project

More