Home
Category
TV Live Menu
Loading data...

22 ნომრიანი ველნეს-სასტუმრო მცხეთაში აპრილის ბოლოს გაიხსნება

56f22a5dd1352
BM.GE
23.03.16 09:29
1496
22 ნომრიანი ველნეს-სასტუმრო მცხეთაში აპრილის ბოლოს გაიხსნება. სასტუმროს "ჯინო ველნეს გრუპი" აშენებს. როგორც კომპანიის, წარმომადგენელმა, რამაზ მიქაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კომპანიის გეგმებში შედის ბაკურიანში 500 ადამიანზე გათვლილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სპა და ველნეს ცენტრის მშენებლობაც.
 
"ჯინო ველნეს გრუპი" ამ ეტაპზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ და გამაჯანსაღებელ კომპლექსს "ჯინო ფერედაისს" ფლობს. როგორც მიქაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სასტუმროებისა და აპარტ-ოტელების მოწყობა.

"ჯინო ველნეს გრუპი" სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ნოდარ გიორგაძის კომპანიაა. აღნიშნული კომპანია თბილისის ზღვაზე ეკოლოგიურ ქალაქს გააშენებს. "ეკო გრინ სითის" პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში "ჯინო ველნეს გრუპი" მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.