Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონკურენციის სააგენტო მოცვის ბაზრის მონიტორინგს იწყებს - რა ხდება მოცვის ბიზნესში?

BM.GE
05.07.23 13:23
53
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოცვის ბაზრის მონიტორინგს გეგმავს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ bmg-სთან განაცხადა, მოცვის ბაზრის მონიტორინგის დაწყება ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე გადაწყდა. მისი ინფორმაციით, ფერმერებს აქვთ აღქმა, რომ პროდუქტის ექსპორტით დაკავებული კომპანიები მოცვის ფასს ხელოვნურად ამცირებენ. მოცვის ფასი კი ნამდვილად ბოლო კვირებში საგრძნობლად შემცირდა. ფერმერები აღნიშნავენ, რომ თუ სეზონის დასაწყისში, ანუ დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთი კილოგრამის ფასი 20 ლარი იყო, ახლა საფასური 7-დან 10 ლარამდე მერყეობს. ბაზრის მონიტორინგის დასაწყებად საჭირო ყველა დოკუმენტაცია კონკურენციის სააგენტოს უკვე მზად აქვს და მონიტორინგის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება.

სტუმარი: გიორგი ღვინიაშვილი - "აგროლეინის" დირექტორი;