დღეს სახლიდან გაუსვლელად სწავლის გაგრძელების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ონლაინ კურსებია, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გამოცემა Businessinsider-მა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ის ონლაინ კურსები წარმოადგინა, რომელიც ფინანსებს, პროფესიულ განვითარებასა და ზრდას მოიცავს.
ეკონომიკის ბიჰევიორალიზმი - კურსს ტორონტოს უნივერსიტეტი გთავაზობთ. მისი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: „როგორ უნდა დააგროვოს ადამიანმა მეტი ფული“. თეორიული ნაწილის გარდა კურსი პრაქტიკულ მაგალითებს და დავალებებს მოიცავს. კურსის ღირებულება 48 დოლარია.

შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში - კურსს პენსილვანიის უნივერსიტეტი გთავაზობთ, ის 4 კვირის განმავლობაში გრძელდება და კვირაში 5-6 საათიან ლექციას მოიცავს.
წარმატებული მოლაპარაკება: ძირითადი სტრატეგიები და უნარები - კურსს მიჩიგანის უნივერსიტეტი გთავაზობთ. ის მოლაპარაკებების დროს წარმატების მიღწევის 4 ძირითად გზას აცნობს მომხმარებელს. კურსი ინგლისურენოვანია, თუმცა ლექციების სუბტიტრები რუსულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ.

ფინანსური ევოლუცია და სტრატეგია: ინვესტირება - კურსს ილინოისის უნივერსიტეტი გთავაზობთ. რისკი, ოპტიმიზაცია, ინვესტორების ქცევა და ფასები კურსის ძირითადი თემებია, მისი ხანგრძლივობა 5 კვირაა.
ფინანსური ბაზრები - კურსს იელის უნივერსიტეტი გთავაზობთ და მისი ხანგრძლივობა 8 კვირაა, ლექციების ხანგრძლივობა კი კვირაში 8-12 საათია.