Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

7 პროდუქტი, რომელიც ნავთობზე ძვირია

568b80be66daf
BM.GE
05.01.16 12:10
1179
ნავთობზე ფასების ვარდნა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი ბარელზე 36 დოლარამდე დაეცა, რაც თითქმის 50 პროცენტით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით.

ანალიტიკოსების უმეტესობა უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის მატებას არ პროგნოზირებს.

გამოცემა zerohedge.com-მა ნავთობის ფასები სხვა პროდუქტების ფასებს შეადარა და იმ პროდუქტების სია შეადგინა, რომლებიც მსოფლიოში ნავთობზე ძვირია.

დღეს ნავთობის ფასი ბარელზე 36$, ან გალონზე 0,83$-ია. ქვემოთ კი ჩამოთვლილია 7 პროდუქტი, რომელიც ნავთობზე მეტი ღირებულებისაა.

1) წყალი - ბოთლი 1,30$ ღირს. ფასი გალონზე 1,3$-ია. ექსპერტები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ წყალი ის ნედლეული გახდება, რომლისთვისაც ბრძოლა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან პლანეტაზე მტკნარი წყლის მარაგი ახლა უკვე შეზღუდულია.

2) ბენზინი - გალონზე ფასი 2$-ია, წყალთან განსხვავება 0,70$. ბენზინი გადამუშავებული ნავთობპროდუქტია და აშშ-ში გალონზე 2$ ღირს, რაც ლიტრზე დაახლოებით 52,6 ცენტს უდრის.

3) რძე - თითო შეფუთვა 4,99$ ჯდება. ფასი გალონზე 4,99$-ია. რძე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია, რომელიც მსოფლოს მასშტაბით იყიდება. აშშ-ში ლიტრი რძე საშუალოდ 1,3$ ღირს.

4) გაზიანი სასმელი - შეფუთვა 1$ ჯდება. ფასი გალონზე 11,43$-ია.

5) პრემიუმ კლასის ყავა - ერთ დიდი ფინჯანი 3$ ღირს. ფასი გალონზე 19,20$.

6) ღვინო - ბოთლი 15$, გალონზე ფასი 75,71-ია. სხვაობა წყალთან 74,41$.

7) არაყი - ფასი 20$, გალონზე ფასი 100,94-ია.