14.Dec.2015 22:47
Business

9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება

9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება
მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესი იცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
 
„პროექტის მიზანია შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა აქციზის გადასახადი განსაზღვრასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ წახალისდეს უფრო ახალი ავტომობილების იმპორტი, რაც ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების უმთავრესი გზაა“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა 3-დან 6-წლამდე ავტომობილები, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მისი მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე. „კერძოდ, კანონპროექტით შემოთავაზებული აქციზის გადასახადის ახალი განაკვეთების დაწესება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ახალიავტომობილებისა და მოტოციკლების (მ.შ. მოპედები) საქართველოში იმპორტს. რაც შეეხება ავტომობილების იმპორტის საერთო რაოდენობის მაჩვენებელს - შესაძლოა საწყის ეტაპზე აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ძველი ავტომობილების იმპორტის შემცირება და მის ხარჯზე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის სტიმულირება. ამ კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული  განაკვეთები დადგენილ იქნა 2004 წელს, როდესაც სატრანსპორტო სფეროში იყო  დღევანდელისაგან კარდინალურად განსხვავებული სურათი. გარდა ამისა,  არსებული განაკვეთები იმ პერიოდში იყო ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტის  მქონე ვიდრე დღეს. შესაბამისად შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მსუბუქი  ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია ვიდრე  არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში.  აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის  განაკვეთების ცვლილება არსებული რეალობის გათვალიწინებით. აქციზის  განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები  წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად ძველი  ავტომობილების იმპორტისთვის გარკვეული ბარიერის შექმნას მაღალი გადასახადის  სახით.“, - ნათქვამია კანონპროექტში.



08.Apr.2019 17:15
156

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
332

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
564

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
506

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
249

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
331

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More