Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს საბანკო ასოციაცია “ბერლინის ჯგუფის” ღია ფინანსების კონფერენციაზე

BM.GE
24.05.23 11:02
58
ფრანკფურტში დღეს სრულდება ბერლინ გრუპის ეგიდით " ღია ფინანსების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია", რომელშიც საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი მიხეილ კაპანაძე მონაწილეობს. ის წარმოადგენს მოხსენებას საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვის მიმდინარე სტატუსის, პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. ბერლინის ჯგუფი ეს არის სტანდარტიზაციის ინიციატივა, რომლის მიზანია შექმნას ღია ბანკინგის და ღია ფინანსების სტანდარტები ევროპული რეგულაციების შესაბამისად და ხელი შეუწყოს მის დანერგვას.

სტუმარი: მიხეილ კაპანაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" ღია ბანკინგის პროექტის ხელმძღვანელი;