Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პარკირება - მანქანის გაჩერების პრობლემა თბილისში / რატომ არ იზრდება პარკირების ადგილები თბილისში?

BM.GE
09.09.22 17:25
336
მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება შეწყვიტა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა რამდენიმე ათასი ერთეულით შემცირდა. ამასთან, 2017 წელს თბილისის მერმა დედაქალაქის ათ ლოკაციაზე ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეების მოწყობის დაპირება გასცა, თუმცა, 2022 წელს მერიამ პოზიცია შეცვალა და თბილისში საპარკინგე სივრცისთვის გამოყოფილი 10 ლოკაციის ნაცვლად, დამატებითი საპარკინგე სივრცის მოწყობა მხოლოდ ერთზე – მელიქიშვილის გამზირზე გადაწყდა. რამდენად თანმიმდევრულია ამ კუთხით თბილისის მერიის პოლიტიკა?

სტუმრები: გიორგი ბაბუნაშვილი - ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
ანი ბიბილაშვილი - ურბანისტი;
გელა კვაშილავა - ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე;