Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა პრობლემებია პირველკლასელთა რეგისტრაციისას?

BM.GE
16.06.23 11:22
73
2023-2024 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის საყოველთაო ეტაპი დასრულდა, თუმცა მშობლების გარკვეულმა ნაწილმა შვილების დარეგისტრირება ადგილების სიმცირის გამო ვერ მოახერხა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრობლემას ზოგიერთ სკოლაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით ხსნის, თუმცა ჩვენი რესპონდენტები იმ სკოლებში რეგისტრაციის მსურველებს განეკუთვნებიან, რომლებიც თბილისში განსაკუთრებით პოპულარულ საჯარო სკოლების სიაში არ ხვდებიან. მზარდია თუ არა საჯარო სკოლების რაოდენობა მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით და რამდენად სწორია რეგისტრაციის არსებული ფორმა?