Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შაორი შალე" - მოცურავე კოტეჯების ბიზნესი ინვესტორს ელის

BM.GE
12.10.22 09:37
85
შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯი ‘’Shaori Chalet’’ ამჟამად ინვესტორის მოლოდინშია. ტურისტული ობიექტი გაფართოებას და ათი მოცურავე კოტეჯის შექმნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვახტანგ იაშვილი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, კოტეჯს წლევანდელ სეზონზე არ უმუშავია, რადგან ერთი კოტეჯით ოპერირებისას ხარჯი მეტი იყო, ვიდრე შემოსავალი. გვინდა, დიდი პროექტი განვახორციელოთ და ათი მოცურავე კოტეჯი შევქმნათ, რადგან ერთი კოტეჯით ოპერირებისას ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი, ჩვენ ის თანხაც არ ამოგვიღია, რაც ჩავდეთ.’’ - აცხადებს ვახტანგ იაშვილი. მისი თქმით, პროექტის დაწყებისას ბევრი გამოწვევა არსებობდა, პირველ რიგში კი ის, რომ არ იცოდნენ, მსგავსი კონცეფციის კოტეჯი გაამართლებდა თუ არა, თუმცა დაინტერესება დიდი აღმოჩნდა. 

"კოტეჯი თავისუფალი არცერთი დღე არ ყოფილა, ყოველ დღე დაჯავშნილი იყო, სწორედ ამან დაგვარწმუნა იმაში, რომ უფრო დიდი პროექტი კარგად იმუშავებდა. კოტეჯების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგებაც იქნება, ამ ეტაპზე კი ეს შეუძლებელი იყო. ‘’ - აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა BM.GE-თან.