Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის გამოცხადდება შიდა ფრენებზე ტენდერი?

BM.GE
28.04.23 09:29
98
ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა საერთაშორისო ფრენებთან ერთად აქტიურდება შიდა ფრენებიც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ადგილობრივი აეროპორტების სტატისტიკაც გამოაქვეყნა. 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ აეროპორტებმა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტი მგზავრი გადაიყვანეს.აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა შიდა ფრენების სუბსიდირებას განაგრძობს და ამისთვის თანხაც გამოყოფილია, თუმცა ფრენები ტენდერის მოლოდინშია. როდის გამოცხადდება შიდა ფრენებზე ტენდერი და არიან თუ არა დაინტერესებული კომპანიები?