Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამერიკაში ნავთობის მარაგი, ერთ კვირაში 3,8 მილიონი ბარელით გაიზარდა

56b1c98b900f8
BM.GE
03.02.16 13:29
1169
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგი ერთი კვირის განმავლობაში 3,8 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების ნავარაუდევზე მეტია. პროგნოზირებული ზრდა 3,75 მილიონი იყო, იტყობინება ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი. სავაჭრო ბენზინის მარაგი ამ დროისათვის 6,6 მილიონი ბარელია. 

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ბოლო ვაჭრობის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა. BRENT-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 32,48 დოლარი გახდა, WTI-ის კი 29,68 დოლარი.