Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის ფარგლებში შეხვედრების სერია დაიწყო

BM.GE
17.03.23 09:49
293
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თიბისიმ, VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერია დაიწყო. დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც ბიზნეს დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან. „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების“ თემაზე პირველი შეხვედრა გუშინ შედგა.