Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ანასტასია გონჩაროვა: იყო ბევრი სპეკულაცია, რომ მამაჩემი მილიარდერი იყო, -ეს ასე არაა

56a605a623814
BM.GE
25.01.16 15:21
1174
ანასტასია გონჩაროვა, სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ ოფიციალურად სცნო. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ანასტასია გონჩაროვამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის აქტიურად აპირებს ჩაერთოს ცოდნის ფონდისა და უნივერსიტეტების საქმიანობაში.
 
"იყო ბევრი სპეკულაცია, რომ მამაჩემი მილიარდერი იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არაა. მას ნახევარი მილიარდიც კი არ ჰქონდა გაუფასურებულ ლარშიც კი. მამაჩემის დატოვებული მატერიალური მემკვიდრეობა რომც არ ყოფილიყო, ჩემთვის მის შვილად აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ფული ამ შემთხვევაში მხოლოდ იარაღია, იმისთვის, რომ გავაგრძელო მისი საქმე. ჩემი მთავარი პრორიტეტი ცოდნის ფონდი და უნივერსიეტებია და მასში აქტიურ ჩართვას ვაპირებ. ეს უნივერსიტეტები მამაჩემის ცხოვრების ყველაზე დიდი პროექტები იყო", - განაცხადა ანასტასია გონჩაროვამ.