Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური ურთიერთობები - წლის შეჯამება & სამომავლო გეგმები

BM.GE
19.12.22 11:13
134
საქართველო-ყაზახეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, თუმცა ქართველი მწარმოებლები შუა აზიის 100 მლნ-იანი ბაზრის ათვისებას დაბალი ცნობადობის გამო ვერ ახერხებენ. ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებაში აცხადებდნენ, რომ ცნობადობის გაზრდის მიზნით გაერთიანება შემოდგომაზე საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო მისიის მოწყობას გეგმავდა, რომელიც დაინტერესებულ მეწარმეებს ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და ქსელების წარმომადგენლების გაცნობის საშუალებას და სამომავლო პარტნიორობის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემდა. 

სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელზეც განხილული იქნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი. როგორია მონაცემები წლიურ ჭრილში, რა შედეგებზე გასვლა მოახერხა ქვეყანამ და რა მიმართულებით გეგმავს გაერთიანება 2023 წელს მუშაობას? 

სტუმარი: გიორგი ჯახუტაშვილი- ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების ხელმძღვანელი;