Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არგენტინამ ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაზარდა

5726f0c3c0d84
BM.GE
02.05.16 10:10
1123
არგენტინიდან ნავთობის ექსპორტი აპრილის მონაცემებით დღე-ღამის განმავლობაში 91 ათას ბარელს აღწევს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცლებს. სააგენტოს ცნობით, არგენტინელმა მწარმოებლებმა ამ თვეში რეკორდული მოცულობის ნავთობის ექსპორტი მოახდინეს, რომელიც მაურისიო მაკრის მხარდაჭერით მოხდა და რომელიც დაეხმარა სახელმწიფო კომპანია YPF-ს დაბრუნებულიყო საერთაშოისო ბაზარზე.

ძირითადი იმპულსი არგენტინელი ნავთობმწარმოებლებისთვის გახდა კომპენსაციის თანხდა - 7,5 დოლარი ბარელში იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ფასები ნავთობზე 47,5 დოლარს ჩამოსცდება. Thomson Reuters Trade Flows ინფორმაციით, 2015 წლის მარტში არგენტინამ 29 ათასი ბარელი ნავთობის იმპორტი განახორციელა დღე-ღამის განმავლობაში, აპრილში კი 30 ათასი ბარელის.