Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა $39 მლნ მითვისებას ედავება

BM.GE
06.07.23 19:01
73
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სულ რამდენიმე წუთში იმსჯელებს. სასამართლოს სხდომა 19 საათზეა დანიშნულია. დაესწრება თუ არა სხდომას გიორგი ბაჩიაშვილი, ან რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით უცნობია. არ მსურს კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის' ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მთავარ არხს განუცხადა. მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს bm.ge, თუმცა ბაჩიაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურატურამ დღეს განაცხადა. მას 8 253 ცალ ბიტკოინის მითვისებას ედავებიან, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს.