Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გენური თერაპია შესაძლოა, გლაუკომის მკურნალობაში დაგვეხმაროს

BM.GE
27.04.23 09:27
40
კომპანია Exhaura Limited-მა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მეცნიერებმა გლაუკომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გენური თერაპია შეიმუშავეს. ცნობისთვის, აღნიშნული დაავადება, რომელმაც შესაძლოა მხედველობის თანდათან დაკარგვა და სიბრმავე გამოიწვიოს, მსოფლიოში დაახლოებით 80 მილიონ ადამიანს აწუხებს.გლაუკომის დროს მხედველობის დაკარგვის მიზეზი მხედველობის ნერვის დაზიანებაა. ეს უკანასკნელი სინათლის სიგნალებს თვალიდან ტვინში გზავნის. გლაუკომის დროს თვალის შიგნით არასასურველი ცილების დაგროვება გამტარი არხების ბლოკირებას იწვევს. ეს თვალის შიგნით სითხის დაგროვებას განაპირობებს და ზეწოლის შედეგად მხედველობის ნერვი ზიანდება.ამჟამად გლაუკომის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად თვალის წვეთები გამოიყენება. თუმცა, ზოგჯერ პაციენტებს მკურნალობის მიმართ რეზისტენტობა უვითარდებათ.