16.Nov.2015 12:57
Economy

ატმოსფეროს დაბინძურების თვალსაზრისით საქართველოში საგანგაშო მდომარეობაა

ატმოსფეროს დაბინძურების თვალსაზრისით საქართველოში საგანგაშო მდომარეობაა
გარემოს დაბინძურება ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გარემოს პრობლემების გაუარესბა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და რადიაციული ფონის ზრდა აღინიშნება. ეს კი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ატმოსფეროს ინტენსიურად დაბინძურების მთავარ წყაროდ შეიძლება ავტოტრანსპორთი და მისი გამონაბოლქვი ჩაითვალოს. ამ სახით ჰაერის დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება. დაბინმძურების მაჩვენებელში მათი წილი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 71%,  თბილისში კი 95 %-ს შეადგენს.  აუცილებელია მთავრობამ ზომები დროულად მიიღოს და ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე აირებისგან გაუვნებლობის თვალსაზრისით, კომპექსური ღონისძიებები გაატაროს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდომარეობაა, რაც გახშირებული ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.

“გარდა ამისა, სამართლებლივი ნორმები უნდა მოვიდეს შესაბამისაობაში ევროკავშირის სტანდარტებთან. კონკრეტულად დაბინძურების წყაროების მიხედვით უნდა გატარდეს ღონისძიებები. შესაბამისად, უპირველესად, უნდა ვისაუბროთ ტრანსპორტზე, რომელიც საქართველოში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია’’- აცხადებს “სენის’’ გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორი, რეზო ბეთიაშვილი.

“სწორი ანალიზის შემთხვევაში შეიძლება გამწვანება-განაშენიენება მოვიხმაროთ, როგორც ერთ-ერთი ფორმა ქალაქგეგმარებისა, ანუ იქ, სადაც ამის დიდი დეფეციტია შევავსოთ გამწვანებით. იცით, რომ ძალიან ბევრი მცენარე არის, რომელიც მავნე გაზებს იჭერს და ეს აუცილებელია. აგრეთვე არის მოსაძებნი სწორი გადაწყვეტილებები სატრანსპორტო ქსელის განვითარებისტვის ორგანიზების თვალსაზრისით. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენი აქილევსის ქუსლია’’-აღნიშნავს ეკოლოგი და ურბანისტი მამუკა სალუქვაზე.

ქვეყანაშ არსებულ მდგომარეობას არასახარბიელოდ აფასებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც. მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვნელი, მარინე არაბიძე გადაცემა “საქმიან დილაში’’ აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულებების მიხედვით 2016 წელს თბილისში მდებარე სამი სადგური გადაიარაღდება, რაც უცხოდ დაკვირვებას და შესაბამისად, სრულყოფილი სურათის შექმნას უზრუნველყოფს. მისივე ინფორმაციით, სამინისტრო დაბინძურების მიხედვით ქვეყანის ზონებად დაყოფის მიზნით კვლევას ახორციელებს.

 “გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის გაძლიერების კუთხით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ჰაერის ინდიკატორული გაზომვები დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ თბილისში უკვე 26 წერტილში მოხდა განთავსება ინდიკატორული, პასიური სინჯის ამღების ხელსაწყოების. ორი კვირის მანძილზე ხდებოდა დამაბნძურებლების შთანთქვა და ისისნი გაიგზავნა საანალიზოდ ინგლისის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. შედეგები უკვე მიღებულია და მალე სააგენტოს ექნება ახალი ინფორმაცია’’- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინე არაბიძე.

სხვადასხვა ტიპის ატმოსფეროს ერთჯერად გაზომვებს არასამთავრობოები ახორციელებენ. შედეგების მიხედვით, ნორმასთან შედარებთ გადამეტება ოთხჯერ მაღალია ისეტ ნივთიერებებზე, როგორიცაა ნახშირჟანგი, მტვერი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი, ოზონი და ტყვია. საქართველოს სხვა ქალქებიდან ჰაერის დაბინძურების კუთხით ტრადიციულად მძიმე მდგომარეობაა ზესტაფონსა და ჭიათურაში, სადაც წარმოება დაბინძურების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემას ყველა ხედავს, დღეს თბილისი მთლიანად საწვავის გამონაბოლქვის და მტვრის კორიანტელშია გახვეული.
 
 
 
 
ავტორი: საქმიანი დილა



18.Apr.2019 22:43
98

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
100

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
68

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
132

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
290

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 23:14
81

EU helps Georgian ports manage container vessels

More