Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვის და რა პირობებით შეეძლება პარაპლანით ფრენა?

BM.GE
19.06.23 23:53
90
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტით რამდენიმე მიმართულებით შევიდა ცვლილებები. მათ შორის პარაპლანის პილოტებს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვალდებულება გაუჩნდათ, რომელსაც პარაგლაიდინგის შემადგენლობაში შემავალი 4 ფედერაციიდან ერთ-ერთი ახორციელებს. კანონში ვკითხულობთ, რომ თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური შეადგენს 60 ლარს, პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური 180 ლარს, ხოლო პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადება 50 ლარი ჯდება. ხოლო იმისთის რომ პარაპლანის მფრინავმა შესაბამისი კატეგორიის აღიარება შეძლოს ამისთვის ერთ კატეგორიაზე გადასახდელი თანხა 100 ლარია. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციაში ამბობენ, თეორიული გამოცდის ჩაბარებაზე განაცხადების მიღება გასულ კვირას დაიწყო. ლევან ჩოხელის თქმით, აქტიურობა უკვე მაღალია.