Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხვალ თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

BM.GE
15.06.23 11:43
104
16 ივნისს USAID ორგანიზებით განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანს ენერგეტიკის სექტორში ჩართულ უმთავრეს უწყებებს შორის განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ამ გზით, USAID კერძო სექტორთან ახალი თანამშრომლობების დამყარების შესაძლებლობას ქმნის, რათა თანამედროვე გადაწყვეტილებების გზით მოხდეს განახლებადი ენერგიის სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მიღება. 

ღონისძიებას ვიცე-პრემიერ მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი გახსნიან.

სტუმრები: ანი სტიდი - აშშ-საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე;
ივანე პირველი - USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.