31.Dec .2015 10:34

ახალი წლის ღამეს თბილისის მეტრო და საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

views 1084
Back

თბილისის მთავრობისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით სადღესასწაულო დღეებში იცვლება თბილისის მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობის განრიგი. მეტრო ახალი წლისა და შობის ღამეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო ახალი წლის ღამეს 23:00 საათიდან 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.