Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანი მარტიდან კომპანია Wizz Air-თან თანამშრომლობას განაახლებს

56dfbe0c5b374
BM.GE
09.03.16 10:04
1216
აზერბაიჯანი კომპანია Wizz Air-თან მარტიდან თანამშრომლობას განაახლებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იოჟეფ ბარადიმ.

"ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რეისებს 27 მარტიდან ბუდაპეშტი-ბაქო-ბუდაპეშტის მიმართულებით. ავიაბილეთების ღირებულება 100 მანათს შეადგენს. Wizz Air-ი ამ მიმართულებით ფრენისას 2,5-3,0 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს. ჩვენ ველით, რომ მგზავრთა რაოდენობა 30 000 ადამიანამდე მიაღწევს წლის განმავლობაში", - განაცხადა ბარადიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, კომპანია გეგმავს მომავალში ბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთებზე ფასები შეამციროს. ავიაკომპანია

Wizz Air-ი ფრენებს ბაქოში 2013 და 2014 წლის ზაფხულის სეზონზე ახორციელებდა. აზერბაიჯანში ფრენები კომპანიამ 2014 წლის შემოდგომაზე შეაჩერა. 2015 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანულმა Ground Handling Company და Wizz Air-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რომლის მიხედვითაც, მოემსახურებოდნენ რეგულარულ რეისებს ბუდაბეშტი-ბაქო-ბუდაპეშტის მიმართულებაზე. შეთანხმება 2019 წლის პირველ აპრილამდეა ძალაში. საწყის ეტაპზე, კომპანია კვირაში ერთ რეისს შეასრულებს და ზაფხულის განმავლობაში რეისების რაოდენობა ორამდე გაიზრდება. Wizz Air იღებს ვალდებულებას შეასრულოს რეგულარული რეისები ბუდაპეშტი-ბაქო-ბუდაპეშტის მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში.