Home
Category
TV Live Menu
Loading data...

HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDAN BRAND-ის ჯილდოს მფლობელი მეორედ გახდა

BM.GE
26.06.23 09:44
62
გასულ უქმეებზე GOLDEN BRAND-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც ჯილდო მეორედ საერთაშორისო კომპანია Herbalife-მა მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ყოველწლიურად იმართება. GOLDEN BRAND სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ 50-მდე ბრენდს ასახელებს. გამარჯვებულები წინასწარი კვლევის შედეგად ვლინდება და კვლევაში მონაწილეობას 100-მდე ექსპერტი იღებს. Herbalife საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანის ცხოვრებას, აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და აძლევს ბიზნეს შესაძლებლობასაც. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მათ შორის საქართველოში 2011 წლიდან. 

ირაკლი ჩაჩანიძე - Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი კავკასიაში;