Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში ინოვაციური "ჰოტელ ჰაბი", "ცენტრალ პარკ თაუერსი" აშენდება

BM.GE
20.04.23 11:44
310
ორბი ჯგუფსა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ - რედისონ ბლუს შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ინოვაციური ჰოტელ ჰაბი - ცენტრალ პარკ თაუერსი აშენდება. ცენტრალ პარკ თაუერსი, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას რედისონ ბლუ განახორციელებს. კომპლექსში ძვირადღირებულ პენტჰაუზებთან ერთად, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი და სამორინე იქნება წარმოდგენილი. ინფრასტრუქტურის მართვაში კი, მსოფლიოში წამყვანი კომპანიები ჩაერთვებიან. ცენტრალ პარკ თაუერსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ჰოტელ ჰაბი ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.