Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზიის განვითარების ბანკი, მიმდინარე წელს, ჩინეთში ეკონომიკის 6,5%-იან ზრდას ვარაუდობს

56fbea171a033
BM.GE
30.03.16 18:59
1189
აზიის განვითარების ბანკი ჩინეთში 2016 წელს ეკონომიკის ზრდას 6,5%-ით ვარაუდობს, 2017-ში კი 6,3%-ით, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკმა საკუთარ ანგარიშში მიუთითა. ჩინეთის ხელისუფლებამ ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 6,5%-დან 7%-მდე ივარაუდა და მშპ-ს ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში საშულოდ 6.5%-ით განსაზღვრა.

ეკონომისტების შეფასებით, ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუკი საკრედიტო-საფინანსო და საბიუჯეტო-საგადასახადო სტიმულირება მასშტაბურად მოხდება. ბანკი აზიური რეგიონის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2016-2017 წლებში 5,7%-ით ელოდება, მაშინ როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5,9% იყო.
 
"ჩინეთი რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეორე ეკონონომიკის მქონე ქვეყანაა, ამ დრომდე ებრძვის მეორად წარმოებას და სტრუქტურული რეფორმები სჭირდება რათა წინ წაიწიოს", - აღნიშნავს აზიის განვითარების ბანკი.