Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზიმ სადიკოვი: საქართველოს ეკონომიკამ შოკის მიმართ მდგრადობა აჩვენა

5710af98ee020
ანა ცხოვრებოვა
15.04.16 13:06
1591
საერთაშორიო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 2,5%-იან, მომდევნო წელს კი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მიმდინარე წელი ადვილი არ იქნება, თუმცა მისი თქმით, არის დასტაბილურების ნიშნები.
 
"გასულ წელს, ზრდა იყო 2.8 პროცენტი რაც მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი პროგნოზით იყო ნავარაუდევი, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკი მნიშნველოვანი დარტყმა იყო. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ეკონომიკამ აჩვენა შოკის მიმართ მდგრადობა, რაც ბევრმა განვთარებადმა ქვეყანამ ვერ შეძლო პანიკის ან დამატებითი სესხების აღების გარეშე.

თუმცა, ეკონომიკური ზრდა კვლავაც შენელებულია და წელს ველით 2.5 ან მეტ პროცენტიან ზრდას. შემდეგი წლისთვის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბევრი იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ იმაზე რა მოხდება საქართველოში, ცხადია არჩევნები გარკვეულ გაურკვეველობას აჩენს, არამედ იმაზეც რა მოხდება რეგიონში, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.

2015 რთული წელი იყო რეგიონისთვის, მიმდინარე წელი არ იქნება უფრო ადვილი, მაგრამ არის დასტაბილურების ნიშნები და როცა ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება ეკონომიკური ზრდის აღდგენის პერიოდი", - განაცხადა სადიკოვმა.