27.Dec.2015 12:28
Economy

ბადრი ჯაფარიძე: 2015 წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ გამოწვევებს გაუძლო

ბადრი ჯაფარიძე: 2015 წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკამ გამოწვევებს გაუძლო
2015 წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მეტის მიღწევას წარმოუდგენელს უწოდებს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია.
 
"2015 წელი ძალიან რთული იყო. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკამ ამ რთულ გამოწვევებს გაუძლო. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში კრიზისი მძვინვარებს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3%-ით, მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუმცა, შესაძლებელია, კრიტიკოსებმა თქვან, რომ უფრო მეტი ზრდა სჭირდება ქვეყანას და მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. იმისათვის, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთვის სასურველ მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის წილს მივაღწიოთ, ასეთი ზრდა ამას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ იმ ვითარების ფონზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობდა, უფრო მეტი ზრდა წარმოუდგენელი მეჩვენება. ყველა ქვეყანაში ძალიან ღრმა კრიზისია. ავიღოთ აზერბაიჯანში მომხდარი დევალვაცია. ქვეყანამ, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ერთი წლის განმავლობაში 80%-ით განიცადა ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პლიუს ამას თან ახლავდა 7 მილიარდი სავალუტო რეზერვების ხარჯვა აზერბაიჯანის მხრიდან. ჩვენთან სავალუტო რეზერვები არ შემცირებულა და მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტი 3%-ით გაიზარდა. როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ და ვფიქრობ, რომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს შედეგი საკმაოდ კარგია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ყველა ინვესტორის განწყობა პოზიტიურია. საქართველოს მიმართ არის აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

ვფიქრობ, რომ 2016 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო სტაბილური უნდა იყოს. ალბათ შოკის განმაპირობებელი ფაქტორი 2015 წელს ნავთობის დაბალი ფასები და რეგიონალური კონფლიქტები იყო. კონფლიქტების გამწვავებას არ უნდა ველოდოთ და პლიუს ნავთობის ფასმა კიდევაც რომ დაიწიოს, შეუძლებელია იგივე ზომის შოკი მოხდეს, რაც 2015 წელს იყო. აქედან გამომდინარე, გარე ფაქტორები გარკვეულწილად დასტაბილურდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



23.Apr.2019 00:13
19

The Juncker Plan, mobilizes over €335 billion in investment

More
23.Apr.2019 00:02
60

What were Georgia’s main exports and imports in Jan-March 2019?

More
23.Apr.2019 00:01
27

2018 data: How much did Georgia spend on debts?

More
22.Apr.2019 23:39
37

Why is the construction of small HPPs beneficial for Pankisi Gorge? Ministry of Economy lists reasons

More
22.Apr.2019 22:27
38

MFA: Georgia Won’t Receive Sanctions from US, the Bill Concerns ‘Frontera’

More
22.Apr.2019 21:59
36

Beginning of HPP Construction in Pankisi Causes Clashes between Locals and Police

More