Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაფეტი: ნავთობის დაბალი ფასები ყველას ავნებს, თუმცა ამერიკისთვის ეს პოზიტიური მოვლენაა

572778d05463e
BM.GE
02.05.16 19:50
1125
"ნავთობზე დაბალი ფასები ავნებს ყველას, თუმცა ემრიკისთვის ეს წმინდად პოზიტიური მოვლენაა", - ციტირებს CNBC ბიზნესმენ უორენ ბაფეტის სიტყვებს.
 
ასევე, ბაფეტმა განაცხადა, რომ აშშ-ს მშპ-ს ნდობა მოკლევადიან პერიოდში არ ღირს. მან 0.5%-იანი ზრდა საეჭვოდ მიიჩნია.

"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც უნდა დაელოდო ეკონომიკის 0,5%-იან ზრდას, მე ვფიქრობ რომ მშპ-ს ყოველკვარტალური მაჩვენებლები უფრო საეჭვოა, ვიდრე მონაცემები ყოველწლიურ ჭრილში".

შრომის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში პირველ კვარტალში ეკონომიკა 0,5%-ით გაიზარდა. 2 მაისის მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 47$-ზე ნაკლებია.