Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაიას ღვინო, შესაძლოა ინგლისში გაიყიდოს

56d416353c7ca
BM.GE
29.02.16 13:56
1552
22 წლის მეღვინე, ბაია აბულაძემ საკუთარი პროდუქცია შესაძლოა ინგლისში გაიტანოს. "ბაიას ღვინით" დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი ექსპორტიორი კომპანია დაინტერესდა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას ბრიტანეთის გარდა ავსტრალიაშიც ახორციელებს. როგორც ბაია აბულაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კომპანიის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარობს. მისი თქმით, ბრიტანული კომპანიის დირექტორი საქართველოში ვიზიტსაც გეგმავს.
 
შეგახსენებთ, რომ ბაია აბულაძეს ღვინო იმერეთში მოყავს, ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა კი მან პროექტ "აწარმოე საქართველოში" დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეიძინა. ამ ეტაპზე "ბაიას ღვინო" თბილისის ორ მაღაზიაში იყიდება.