Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„აპტოსის“ ორგანიზებით, თბილისში „კოლხიდა 2023“ მიმდინარეობს

BM.GE
30.06.23 14:24
71
სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანიის - “აპტოსის“ ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2023“ გაიხსნა. ღონისძიება წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 1000-ზე მეტ დელეგატსა და 120 საერთაშორისო სპიკერს აერთიანებს. 3 დღის განმავლობაში, ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაუზიარებენ. ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების გარდა, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.